• August

    8

    2024
  • 76
  • 0
ირაკლი კობახიძე – არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია

ირაკლი კობახიძე – არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია

არ მგონია, რომ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით სპეკულაციები იყოს სერიოზული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიდგომაა, რომ საზოგადოებას არაფერი აერთიანებდეს.

„თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს არის სპეკულაციები, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ერთადერთი მიზანია, რაღაცნაირად გახლიჩონ საზოგადოება. არაფერი არ უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას – ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ეს გრძელდება ახლაც ასე“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor