• August

    8

    2024
  • 87
  • 0
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გორში იმყოფებოდა. თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისს გადაიხადა.

„ქედს ვიხრით ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო გმირების წინაშე. მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ მათ ოჯახებს, სრულიად საქართველოს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების სრული უგულებელყოფით დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაცია და ამ უმძიმეს შედეგებთან გამკლავება ჩვენი ქვეყნის უმთავრესს გამოწვევას წარმოადგენს, რომლის დაძლევას ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ერთიანი სამთავრობო მიდგომით და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მტკიცედ მჯერა, თანმიმდევრული პოლიტიკით, მშვიდობის განმტკიცებით, შემდგომი განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor