• August

    9

    2024
  • 117
  • 0
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ალი ქაან ორბაიმ ლევან ღირსიაშვილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი სულთან ალაილი.

ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor