• September

    16

    2023
  • 90
  • 0
რეგიონი 15.09.2023 / 16:16აა თეთრიწყაროში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

რეგიონი 15.09.2023 / 16:16აა თეთრიწყაროში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

თეთრიწყაროში, თამარ მეფის 1 #34 ნომერში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.

„აქამდე თეთრიწყაროს მოსახლეობას საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტის მომსახურების მიღებისთვის რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში ან მარნეულის საკონსულტაციო ცენტრში ჩასვლა უწევდათ. ამჯერად, უფასო სამართლებრივი დახმარება თეთრიწყაროს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.

თეთრიწყაროს საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, მერმა გიორგი წიკლაურმა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც დავით სიმონიამ წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor