• August

    9

    2024
  • 80
  • 0
გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო

გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საქართველოში განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის.

გიორგი ამილახვარმა სტუმარს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გაერო-სთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.

თავის მხრივ, დიდიე ტღებიუკმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მინისტრს ახალი ინიციატივების განხორციელების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor