• August

    11

    2024
  • 108
  • 0
ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე, გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება ასეთი ჩარევები

ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე, გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება ასეთი ჩარევები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო, უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა.

კობახიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო. კარგი ისაა, რომ გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება, მათ შორის, ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო, მათ შორის, 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავტორიტარიზმი აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor