• August

    11

    2024
  • 80
  • 0
პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო შინდისის გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შინდისის გმირებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული, პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი და მათი გმირობა თაობებს უნდა გადაეცეს.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს. ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ მათი გმირობა. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი. ჩვენი ვალია ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor