• August

    13

    2024
  • 97
  • 0
ჯონ კირბი – აშშ მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის

ჯონ კირბი – აშშ მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის

აშშ მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ ვიზიარებთ იმავე შეშფოთებასა და მოლოდინებს, რაც ჩვენს ისრაელელ კოლეგებს აქვთ პოტენციურ ვადებთან დაკავშირებით. ეს შესაძლოა, იყოს ამ კვირაში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შესაძლოა, სერიოზული თავდასხმები იყოს“, – განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა ისრაელმა თავი დაიცვას.

„ჩვენ ცხადია, არ გვინდა, რომ ისრაელს მოუწიოს თავდაცვა მორიგი თავდასხმისგან, როგორც ეს გააკეთეს აპრილში. მაგრამ, თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას თავის დაცვაში“, – აღნიშნა კირბიმ.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor