• August

    13

    2024
  • 94
  • 0
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კირ სტარმერმა მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ომი არავის ინტერესში არ არის და „ახლა სიმშვიდით და ყურადღებით განხილვის დროა“.

დიდი ბრიტანეთის ლიდერმა ირანის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით და მოუწოდა ყველა მხარეს დეესკალაციისკენ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი რეგიონული დაპირისპირება.

„ბიბისის“ ცნობით, საუბარი 30 წუთს გაგრძელდა და ეს იყო პირველი სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ირანის პრეზიდენტს შორის 2021 წლის მარტის შემდეგ, მაშინ დიდი ბრიტანეთის ყოფილი ლიდერი ბორის ჯონსონი ჰასან როჰანს ესაუბრა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor