• August

    14

    2024
  • 86
  • 0
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, კურსკის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა ხანგრძლივ პაუზაზეა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, კურსკის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა ხანგრძლივ პაუზაზეა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ, კურსკის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა „ხანგრძლივ პაუზაზეა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, როდიონ მიროშნიკმა უკრაინასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არაადეკვატურ მტერთან მოლაპარაკებები არაბუნებრივია.

„უკრაინამ კურსკის რეგიონში ტერორისტული ქმედებებით, სულ მცირე, დიდი ხნით შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა. ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. არაბუნებრივია სამშვიდობო მოლაპარაკებები აბსოლუტურად არაადეკვატურ მტერთან“, – განაცხადა როდიონ მიროშნიკმა.

ცნობისთვის, დღეს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ოლქის გუბერნატორის, ვიაჩისლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor