• August

    15

    2024
  • 109
  • 0
ირაკლი კობახიძე – საარჩევნო სიის შედგენისთვის ჯერ დრო გვაქვს, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი სია

ირაკლი კობახიძე – საარჩევნო სიის შედგენისთვის ჯერ დრო გვაქვს, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი სია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტია თბილისის კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დედაქალაქშიც აქტიური მუშაობა დაიწყება.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, კობახიძის თქმით, სავარაუდოდ სექტემბერის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას, რეგიონებში რაც შეიძლება მალე ამ კანდიდატების დასახელება იყო მნიშვნელოვანი, რათა უკვე აქედანვე დავიწყოთ, უშუალოდ, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოები, ველზე გასვლა. საარჩევნო კამპანიის წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დავასახელეთ ჩვენ დელეგატები და უკვე აქედანვე დაიწყება აქტიური მუშაობა რეგიონებში. ანალოგიურად თბილისის კანდიდატებს დავასახელებთ უახლოეს დღეებში და თბილისშიც დაიწყება აქტიურად მუშაობა. რაც შეეხება თვითონ სიის შედგენას, ჯერ ამისთვის გვაქვს დრო, აქედან გამომდინარე მოგვიანებით გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი საარჩევნო სია. სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor