• August

    15

    2024
  • 95
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია, მათ ამისათვის „კარგი შანსები“ აქვთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები მოვიგოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია, მათ ამისათვის „კარგი შანსები“ აქვთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები მოვიგოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით

ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია, მათ ამისათვის კარგი შანსები აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს.

„ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც გულისხმობს 113 მანდატს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია. ვფიქრობ, „კარგი შანსები“ აქვთ ამისათვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგოს საკონსტიტუციო უმრავლესობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor