• August

    15

    2024
  • 128
  • 0
ირაკლი კობახიძე – წინ გველოდება პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით, წარმატებას ვუსურვებ ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს

ირაკლი კობახიძე – წინ გველოდება პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით, წარმატებას ვუსურვებ ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს

წინ გველოდება პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, წლევანდელი ოლიმპიადა კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იყო ქართული სპორტის ისტორიაში.

„განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი იყო ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ.

„ასევე მინდა, ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა, მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა და ასევე ბრინჯაოს მედალი მინდა მივულოცო გიორგი მეშვილდიშვილს, რომელიც აზერბაიჯანის სახელით გამოდიოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor