• August

    17

    2024
  • 88
  • 0
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. რუსეთის ხელისუფლება იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ის კორესპონდენტს, რომელიც კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციას აშუქებს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს.

სამინისტროს განცხადებით, „ელჩს მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს იტალიური სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RAI-ს გადამღები ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც უკანონოდ შეაღწია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქზე უკრაინელი მებრძოლების დანაშაულებრივი ტერორისტული თავდასხმის გასაშუქებლად“. უწყების შეფასებით, იტალიელმა კორესპონდენტებმა უხეშად დაარღვიეს რუსეთის კანონმდებლობა და ჟურნალისტური ეთიკა.

როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სააგენტო „როიტერს“ განუცხადეს, იტალიის ელჩმა, სესილია პიჩიონიმ რუსეთის ხელისუფლებას განუმარტა, რომ ტელეკომპანია RAI და მისი გადამღები ჯგუფები თავიანთ საქმიანობას სრულიად დამოუკიდებლად გეგმავენ.

ტელეკომპანია RAI პირველი უცხოური მედიასაშუალება იყო, რომელმაც უკრაინელი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ სუჯადან რეპორტაჟი მოამზადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor