• August

    19

    2024
  • 87
  • 0
არჩილ გორდულაძე – ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პოლიტიკური მანიპულაციებისგან, NED-ის მიმართ კითხვები არსებობს ამერიკაშიც და მის საქმიანობაზე დეტალურ ანგარიშს ითხოვენ

არჩილ გორდულაძე – ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პოლიტიკური მანიპულაციებისგან, NED-ის მიმართ კითხვები არსებობს ამერიკაშიც და მის საქმიანობაზე დეტალურ ანგარიშს ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის თქმით, გარკვეული დონორი ორგანიზაციები საქართველოში აფინანსებენ არაერთ „ენჯეოსა“ და პარტიას, რომლებიც პოლიტიკაში უცხოური გავლენის თანხების შემოტანას ცდილობენ და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან გაკეთდა განცხადებები.

გორდულაძის განმარტებით, ხშირად ეს თანხები მიმართულია ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ.

„ვიცით, რა ქმედებები განახორციელა „ისფედმა„ და როგორ გააყალბა პარალელური დათვლის მთელი პროცესი. ამას კი ოპოზიციისგან რყევა და ქვეყნის ჯაყჯაყი მოჰყვა. „ისფედს“ სწორედ NED-ი აფინანსებს. „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. რომლებიც შემჩნეული არიან ქვეყნის არევაში, დესტაბილიზაციის მცდელობაში, დაფინანსებული არიან NED-ის მიერ. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ქართულ პოლიტიკაში ასეთი თანხების ჩადება კატეგორიულად მიუღებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. გამოძიებამ ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის შელახვის მიზნით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რასაც კაპიტანი გიგაური აჰყვა. ვინც თანხას იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გარედან მართული იყო. ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ და თავი დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციებს. NED-ის მიმართ კითხვები არსებობს ამერიკაშიც, როგორც კონგრესში, ასევე სენატში და მის საქმიანობაზე დეტალურ ანგარიშს ითხოვენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor