• August

    20

    2024
  • 69
  • 0
იოავ გალანტი – ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის რაიონიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა

იოავ გალანტი – ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის რაიონიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის რაიონიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედროებმა ექვსი ისრაელელის ცხედარი ხან იუნისში მდებარე გვირაბებში კომპლექსური ოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ომის მიზნების მისაღწევად – ისრაელში მძევლების დასაბრუნებლად და „ჰამასის“ გასანადგურებლად“, – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

როგორც „როიტერი“ წერს, ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 109 მძევალი, რომელთაგან დაახლოებით მესამედი სავარაუდოდ, გარდაცვლილია, ხოლო დანარჩენების ბედი უცნობია.

„მძევალთა ოჯახის გაერთიანება“ მიესალმება ექვსი ცხედრის დაბრუნებას და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად.

„დარჩენილი 109 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ისრაელის მთავრობამ მედიატორების დახმარებით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია, ამჟამად მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი შეთანხმების გასაფორმებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მთავრობა გაგრძელებს მუშაობას ღაზაში დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმისას დაჯგუფება „ჰამასმა“ 1200-მდე ადამიანი მოკლა და 250-მდე პირი მძევლად აიყვანა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor