• August

    22

    2024
  • 79
  • 0
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ხელშეწყობის გზებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.

„პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. საუბრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ასევე დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონალური დაძაბულობის დეესკალაციისთვის“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარში ჩართული იყო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი.

შეგახსენებთ, ისრაელმა მხარი დაუჭირა გასულ კვირას შუამავლების მიერ დოჰაში წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას ითვალისწინებს. თუმცა „ჰამასი“ ამ წინადადებას არ თანხმდება და აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, რაც ღაზის სექტორის საზღვრებზე სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ეს „ჰამასის“ წევრებისთვის მიუღებელია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor