• August

    21

    2024
  • 69
  • 0
ბიძინა ივანიშვილი -„ოცნებას“ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს

ბიძინა ივანიშვილი -„ოცნებას“ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს

დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში საჭირო გახდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, თუმცა ასეთ დროსაც კი კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა, რისი დაშვებაც არ შეიძლება. ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა დაბრკოლება არ შეექმნას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს.

როგორც წერილში აღვნიშნეთ, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor