• August

    22

    2024
  • 75
  • 0
„ბიბისი“ – დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა, ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული

„ბიბისი“ – დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა, ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული

დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ტრამპის უსაფრთხოებისთვის, ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული, მიმდებარე შენობების სახურავებზე კი სნაიპერები იყვნენ.

ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია სამუშაო სტატისტიკით მანიპულირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაამატა „818 000 სამუშაო ადგილი, რომელიც არ არსებობს“.

„ჰარის-ბაიდენის ადმინისტრაცია თაღლითურად მანიპულირებდა სამუშაო ადგილების სტატისტიკით, რათა დაემალათ ეკონომიკური ნგრევის რეალური რიცხვი, რომელიც მიაყენეს აშშ-ს. 818 000 სამუშაო ადგილი, რომელიც არ არსებობს. მათ შექმნეს ისინი, რათა ეჩვენებინათ, რა შესანიშნავ საქმეს აკეთებენ, მაგრამ არა, ასეთი ციფრები არასდროს გვქონია“,- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს 20 წლის მამაკაცმა ესროლა. ტრამპმა დაზიანება მიიღო. დაიღუპა მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor