• August

    23

    2024
  • 80
  • 0
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა. როგორც გამგზავრებამდე მოდიმ განაცხადა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას გეგმავს.

ინდური მედიის ცნობით, ნარენდრა მოდი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავიდა.

ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.

ინდოეთის პრემიერი უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.

უკრაინაში ნარენდრა მოდის ვიზიტი მას შემდეგ იმართება, რაც ის 8-9 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, რასაც აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor