• September

    5

    2024
  • 69
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისის არჩევის შემთხვევაში ქვეყანას რეგრესი ემუქრება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისის არჩევის შემთხვევაში ქვეყანას რეგრესი ემუქრება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყანას რეგრესი ემუქრება. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჰარისი მოიგებს, ვფიქრობ, რომ ჩვენ 1929 წლის სტილის დეპრესია გვექნება. ეს არის ის, რაც, ჩემი აზრით, ოდესმე დაემართება ქვეყანას“, – თქვა ტრამპმა.

რესპუბლიკელების კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჰარისთან დაგეგმილ დებატებზე, რომელიც „ეიბისი ნიუსის“ ეთერში გაიმართება.

„ისინი ყველაზე არასინდისიერები და ამაზრზენები არიან“, – თქვა ტრამპმა „ეიბისი ნიუსზე“, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა ისიც, რომ მას სწორედ ეს შესთავაზეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor