• September

    6

    2024
  • 64
  • 0
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეთანხმებულია

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეთანხმებულია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეათანხმეს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ეს განცხადება ილჰამ ალიევმა იტალიაში, ჩერნობილის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია,

ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის, დაახლოებით, 80 პროცენტი უკვე შეათანხმეს.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ საზღვრების დელიმიტაციის პროცესს, დემარკაციასაც კი. დიახ, ეს პატარა ნაბიჯია. გამიჯნულია ცამეტკილომეტრიანი მონაკვეთი. ჩვენ გვაქვს 1000-კილომეტრიანი საზღვარი სომხეთთან. თუმცა, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის ეს ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მიგვიყვანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე“, – განაცხადა ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor