• September

    18

    2023
  • 101
  • 0
საკონსტიტუციო სასამართლო – პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად გადაეცა პლენუმს, რომელიც პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს

საკონსტიტუციო სასამართლო – პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად გადაეცა პლენუმს, რომელიც პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“).

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

ინფორმაცია №1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor