• September

    6

    2024
  • 53
  • 0
შალვა პაპუაშვილი – დონორებთან არაერთხელ მქონდა საუბარი, რომ ყურადღება მიაქციონ მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში, ბულინგში, ყოველ ჯერზე რეაქცია იყო ნული

შალვა პაპუაშვილი – დონორებთან არაერთხელ მქონდა საუბარი, რომ ყურადღება მიაქციონ მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში, ბულინგში, ყოველ ჯერზე რეაქცია იყო ნული

დონორებთან არაერთხელ მქონდა საუბარი, რომ ყურადღება მიაქციონ მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში, ბულინგში, სიძულვილის ენის გავრცელებაში. სამწუხაროდ, შედეგი ყოველთვის იყო ნული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს წყალტუბოში მომხდარ შემთხვევაზე დაუსვეს კითხვა.

„საერთო ჯამში, ეს არის უცხო სხეული, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდა რადიკალურო ოპოზიციისა და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან. ეს არ არის ქართული კულტურის, ქართული საზოგადოების ნაწილი, არის უცხო სხეული. ხანდახან სხვა ქვეყნების დებატების კულტურას რომ ვაკვირდებით, იქ ვატყობთ ხოლმე, რამდენად მკაცრი, ხისტი ან უხეში შეიძლება იყოს იმავე კამათის კულტურა. ეს არ არის ჩვენი საზოგადოების, ქართული კულტურის ნაწილი. სწორედ ამიტომაც არის პრობლემა. არაერთხელ მქონდა დონორებთან საუბარი, რომ ყურადღება მიაქციონ მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში, ბულინგში, სიძულვილის ენის გავრცელებაში. მაგალითებიც არაერთხელ მომიყვანია მათთვის. არის ჩუმი თავდახრა ან დათანხმება რაღაც საკითხებთან, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი ყოველთვის იყო ნული.

მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელს ესროლეს და ამის რომანტიზებას ახდენდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სირცხვილია“. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტი იხარჯება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაში და იმაში, რომ პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდება ნორმალურია. რომელიმე ევროპული ქვეყანა დაუშვებდა, რომ მათ ქვეყანაში საქართველომ ან სხვა ქვეყანამ აფინანსოს კამპანიები, რომლებიც იტყვის, რომ გერმანელ, ბელგიელ, ფრანგ პოლიციელს შეგიძლია ესროლო „მოლოტოვის კოქტეილი“ და ცეცხლი წაუკიდო? სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე რეაქცია იყო ნული, პირიქით, თითქოს იყო წყენა, რომ შენიშვნა კეთდება. ეს არის შედეგი ამ ყველაფრის, წაყრუების, რასაც დონორების მხრიდან ჰქონდა ადგილი, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან აქვს ადგილი, იხუტებენ რადიკალებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას. ამ ჩახუტებამ მოიტანა ზუსტად ეს შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor