
გივი მიქანაძემ ხაშურის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური










