
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება. საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა. ცვლილების თანახმად, კანონის გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე პირველ კლასში სწავლის დაწყების










