
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს სოფელ აღაიანთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. უწყების განმარტებით, სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. შსს-ში ამბობენ, რომ KIA-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე










