
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
„თბილისის განვითარების ფონდი“ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსის ადგილზე ახალ საცხოვრებელ შენობას აშენებს. ადგილზე დედაქალაქის მერი მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა. „იცით, რომ ქალაქში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობაა, რომლებსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვთ მინიჭებული. ჩვენი პროგრამა ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას, მძიმე საცხოვრებელი პირობების ნაცვლად, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ კორპუსებში იცხოვრონ.










