
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ტრამპის გზის“ პროექტის მოსამზადებლად სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა
„ტრამპის გზის“ პროექტის მოსამზადებლად სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა. სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ჩავიდა ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმის, AECOM-ის დელეგაცია. ვიზიტი ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ფონდის სახელით და მიზნად ისახავს „ტრამპის გზის“ მოსამზადებელი კვლევების ჩატარებას. სომხეთში აშშ-ის საელჩოს ცნობით, სამუშაოები მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს










