
კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, საუბარი ძირითადად ჯანდაცვის, სოციალურ, არქიტექტურულ, ურბანულ, სატრანსპორტო და სხვა საკითხებს შეეხებოდა. თბილისის მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათ მერიის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში თბილისის










