
ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, გრუნში, გაიხსნა თანამედროვე ტექნიკითა და ლიტერატურით აღჭურვილი ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის კაბინეტი
ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, გაიხსნა თანამედროვე ტექნიკითა და ლიტერატურით აღჭურვილი ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის კაბინეტი. კაბინეტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და ქართულ – ყაზახური ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინმა; გრუნის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, ტერორიზმის კვლევის ცენტრის










