
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა გამოატანა ნივთები, თუმცა არ იცოდა, რა იყო
ადვოკატის ინფორმაციით, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე მიხაილო სკრუბსკი აცხადებს, რომ ნივთები სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა გამოატანა, თუმცა არ იცოდა, რა იყო. „მუშაობდა, ჰყავდა სატვირთო მანქანა. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი პიროვნება მივიდა და სთხოვა რაღაც ნივთების გატანა. მისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად რა იდო. უთხრეს, რომ აქ დახვდებოდა პიროვნება










