
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ი – ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების ბოლო დანიშნულების ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი
საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით გამოძიების ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რომელთა შესახებაც დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებაში ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილად რუსეთის ფედერაციას მიუთითებს, ოპერატიული მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე იკვეთება მხოლოდ ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. „როგორც მოგეხსენებათ,










