
განცხადება ,,GEO NEWS”-ის სახელით – ვაჩუქოთ მათ ახალი წელი არა მარტო საკვებით, არამედ იმ განცდით, რომ ისინი მარტო არ არიან !
,,GEO NEWS” აცხადებს ჰუმანურ აქციას, რომელიც ახალი წლის ღამეს გაიმართება და მიზნად ისახავს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დახმარებას. 31 დეკემბერს, ღამით, წერეთლის გამზირზე ,,GEO NEWS”-ის გუნდი დააპურებს მიუსაფარ ცხოველებს – მათ, ვისაც ზამთრის სიცივეში ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანის სითბო და ზრუნვა. ახალი წელი მხოლოდ ადამიანებისთვის არ იწყება. ეს არის თანაგრძნობის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის დრო – დრო,










