
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით სტრასბურგში საჩივარი გაგზავნა
საია-მ ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე საჩივარი გაგზავნა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საჩივარი ოთხი მომჩივნის სახელით გაიგზავნა. „2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა










