• December

      17

      2025
    • 177
    • 0
    პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

    პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

    პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 89 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებული იქნება ის ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს. ცვლილება ასევე მოიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, ის პირი,

    • December

      17

      2025
    • 125
    • 0
    კახა კალაძე – მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

    კახა კალაძე – მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

    „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. მისი თქმით, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების საკითხი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც ზედმიწევნით სრულდება. „წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით,

    • December

      17

      2025
    • 150
    • 0
    ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს

    ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს

    ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს წერილით მიმართავს. როგორც კომისარი წერილში აღნიშნავს, შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ბოლოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო შემთხვევების გამოძიებაში ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო. წერილის თანახმად, პოლიციის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, მაშინ, როცა მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის

    • December

      17

      2025
    • 150
    • 0
    პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა

    პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა

    ქვემო ქართლის პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალების და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელების

    • December

      17

      2025
    • 133
    • 0
    პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

    პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად,

    • December

      17

      2025
    • 202
    • 0
    გიორგი ჯინჭარაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის 30%-ან ზრდასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული პროგრამების მხადრაჭერა 330%-ით გაიზრდება

    გიორგი ჯინჭარაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის 30%-ან ზრდასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული პროგრამების მხადრაჭერა 330%-ით გაიზრდება

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება. ამის შესახებ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის მატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პროგრამების დაფინანსება ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სამშვიდობო ინიციატივებისა და ინტეგრაციის მიმართულებით. „2026 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება, რასაც ემატება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული დამატებითი ფინანსური რესურსები. ამ ყველაფერმა ერთობლივად, პროგრამების დაფინანსების უპრეცედენტო ზრდის  შესაძლებლობა მოგვცა“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ. მისი თქმით, მოხდება დევნილთა ინფრასტრუქტურული პროგრამების 330%-ით ზრდა; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 187%-ით გაიზრდება; 97%-იანი ზრდაა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების მიმართულებით; დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსებაში 65%-იანი ზრდა; განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდამჭერი პროგრამები კი  32%-ით იზრდება.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor