
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ახლა მეტად არიან კონცენტრირებული პრაგმატულ მიდგომებზე, კავშირების განმტკიცებაზე, დაწვის ნაცვლად, ხიდები უნდა ავაშენოთ, ყველა ქვეყანამ ეს გზა უნდა გაიაროს
დიპლომატია მთავარი იარაღი იყო ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად, სწორედ ამიტომ დიპლომატიისა და მისი როლის ღრმად გვწამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისივე თქმით, დიპლომატიაა მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა. „საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვარსებობდით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმპერიების გზაჯვარედინზე. ჩვენ გარშემო არსებული










