
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის თანახმად, სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სისხლის










