
- By Keti Khomeriki
- In ბიზნესი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გურიაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოსაგვარებლად თანხები სარეზერვო ფონდიდან წელსვე გამოიყოფა
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ გურიაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოგვარება წელსვე მოხდება. როგორც კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ მიზნით თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, კაკაურიძის თქმით, სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად 2024 წელს 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული. „სტიქიის თანხა, რაც მომდევნო წელს










