
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ემანუელ მაკრონი – ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ საფრთხე რუსეთიდან
ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ რუსეთიდან წამოსული საფრთხე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაზეთ FAZ-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მაკრონის თქმით, რუსეთი, ტერორიზმთან ერთად, ყველაზე დიდი სტრუქტურული საფრთხეა ევროპელებისთვის. „რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას საარჩევნო ბრძოლაში ჩარევით, კიბერთავდასხმით, ოპოზიციონერების მკვლელობით და მიგრაციული ნაკადების გზით, რომლებიც ზეწოლის საშუალებად გამოიყენება. რუსეთი ცდის ჩვენს საჰაერო თავდაცვას










