
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს, მედიის ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. ამასთან, სომხური მედია აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 74 წლის გახდა.










