
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, საპასუხოდ აშშ სანქციებით იმუქრება
ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, საპასუხოდ კი აშშ სანქციებით იმუქრება. როგორც „ბიბისი“ წერს, საქმე ეხება ირანისა და პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩაბაჰარის პორტს. ამ პროექტს ინდოეთი ჯერ კიდევ 2016 წელს შეუერთდა, როდესაც აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები შეარბილა. 13 მაისს ინდოეთმა და ირანმა აღნიშნული პორტის განვითარების შესახებ გრძელვადიანი გარიგება










