- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მატეუშ მორავიეცკი – მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, ისე, როგორც მან ეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა”, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ცნობისთვის, კიევსა და ვარშავას შორის დავა უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას უკავშირდება. პოლონეთი










