
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს ვეტო დაადო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება. „ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპულ საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. ევროპულმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნის შესახებ. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილების








