
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებს, ისრაელში ნავთობისა და სურსათის ექსპორტი შეწყვიტონ
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ღაზის სექტორის დაბომბვის გამო მუსლიმურ ქვეყნებს ისრაელისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. კერძოდ, ალი ხამენეი მოუწოდებს მუსლიმურ სახელმწიფოებს, ისრაელში ნავთობისა და სურსათის ექსპორტი შეწყვიტონ. „ღაზის დაბომბვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სიონისტური რეჟიმისთვის ნავთობისა და სურსათის ექსპორტის გზა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ირანის სულიერმა










