
ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
კრწანისის სამხედრო ბაზაზე ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების რეზერვისტების სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხდა










