
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. ცვლილებათა პაკეტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა. ცვლილების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსს










