
მიხეილ სარჯველაძე – უზრუნველყოფილია ყველა მომსახურება, რომელიც სტიქიის ზონაში მოქალაქეებს სჭირდებათ, ამისთვის ყველაფერი კეთდება, სასწრაფო დახმარების ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში უზრუნველყოფილია ყველა მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სარჯველაძემ მათ მადლობა გადაუხადა. „ხორციელდება ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც აუცილებელია სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად. მაგალითად, მოქალაქეების მხარდაჭერა, დახმარება, სასიცოცხლო სერვისებით უზრუნველყოფა. ყველაფერი კეთდება მოქალაქეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შექმნილია










