
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. EMITT 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას დაესწრო სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი. EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან, ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა.










