
ალექსანდრე წულაძემ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქალი მეცნიერები დააჯილდოვა
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ათი წარმატებული ქალი მეცნიერი და მოსწავლე-გამომგონებელი გოგონა დააჯილდოვა. ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრთან ერთად, მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა










